top of page
TOEFL-PRIMARY (1).png
TOEFL Primary®ტესტები

TOEFL Primary® ტესტები შექმნილია 8- დან 11 წლამდე მოსწავლეებისთვის და განსაზღვრავს მათი მოსმენისა და კითხვის უნარებს. TOEFL Primary® ტესტის გამოყენება შეგიძლიათ პროგრესის მონიტორინგისთვის, მოსწავლეთა სუსტი მხარეების გასარკვევად, და ასევე,  საერთო ვეროპულ სარეფერენციო ჩარჩოსთან მათი ცოდნის შესაბამისობის დასადგენად.

 

TOEFL Primary® ტესტები ETS Global-ის უახლესი პროდუქტია.  ინგლისური ენის ტესტირების საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული ტესტი წარმოადგენს ამ ასაკის მოსწავლეთათვის საკომუნიკაციო უნარების შეფასების საუკეთესო გზას, რომელიც მათი წარმატებული მომავლის საწინდარია.

 

ტესტის შედეგები მოცემულია საერთო ევროპული სარეფერენციო ჩარჩოს დონეების მიხედვით, რის შემდეგაც გაიცემა ინგლისური ენის დონის შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი. 

TheTOEFL Primary®  ტესტები შექმნილია:

  • დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ( ასაკი: 8 + ), რათა შეფასდეს მათი ინგლისური ენის კომპეტენცია. 

  • ინგლისურ ენაზე მოსმენის, კითხვისა და საუბრის უნარის შესაფასებლად;

  1. TOEFL Primary® კითხვისა და მოსმენის ტესტი: Ნაბიჯი 1განკუთვნილია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ინგლისურის სწავლის საწყის ეტაპებზე.

  2. TOEFL Primary® კითხვისა და მოსმენის ტესტი: ნაბიჯი 2 განკუთვნილია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის, რომლებმაც უკვე აქვთ ინგლისურ ენაზე გარკვეული კომუნიკაციის უნარი. 

  3. TOEFL Primary® Speaking Test განკუთვნილია ახალგაზრდა სტუდენტებისთვის ინგლისური ენის ცოდნის სხვადასხვა დონეზე.

TheTOEFL Primary®  ტესტი ეხმარება აპლიკანტს გაიუმჯობესოს ინგლისური ენის ცოდნა. სპეციალურად შექმნილი გზამკვლევი კი დაგეხმარებთ დეტალურად გაეცნოთ ტესტების სტრუქტურას, სავარჯიშოების თემატიკასა და ნიმუშებს. 

როგორც პედაგოგებს, TOEFL Primary® ტესტების გამოყენებით, შეგიძლიათ:

  • ეფექტიანად წარმართოთ სწავლების პროცესი

  • აკონტროლოთ მოსწავლეთა პროგრესი

  • აღმოაჩინოთ მოსწავლეთა ძლიერი და სუსტი მხარეები

  • განსაზღვროთ მოსწავლეების ინგლისური ენის დონე

  • გაიმარტივოთ მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლეთა სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად;

რა არის TOEFL Primary®  ტესტის ხანგრძლივობა?

ტესტირება გრძელდება 1 საათი და 55 წუთი. მისი შეფასების შკალა მერყეობს 600-დან 900 ქულამდე; 

TOEFL Primary ® ტესტის საფასური შეადგენს 295 ლარს

რატომ უნდა ჩააბაროთ TOEFL Primary® ტესტი?

  • ტესტის შეფასების სისტემა სწრაფი და მოქნილია;

  • თითოეული სექციის შეფასების ინდიკატორები და რეკომენდაციები ეხმარება კანდიდატებს ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებაში;

  • ეხმარება სასწავლო პროცესს შეესაბამებოდეს CEFR-ს, რომელიც წარმოადგენს საერთო ევროპულ სარეფერენციო ჩარჩოს და აღიარებულია,  როგორც ინგლისური ენის ცოდნის შემოწმების სანდო და აპრობირებული სისტემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით;

  • ეფუძნება საერთაშორისო კვლევებს და აქვს საუკეთესო გამოცდილება ინგლისური ენის ტესტირებაში;

  • აფასებს თითოეული კანდიდატის ინგლისური ენის ცოდნის დონესა და უნარებს.

TOEFL Primary® ტესტისთვის მომზადება

როგორ დავჯავშნოთ TOEFL Primary®  ტესტი?

დაუკავშირდით ჩვენს წარმომადგენელს: 

 

                m.tsenteradze@englishbookeducation.com   T: 577570563

ან შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: 

bottom of page