Pearson ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ახალგაზრდა მოსწავლეები
The International Certificate Young Learners (PTE Young Learners) არის ინგლისური ენის შეფასების სახალისო გზა 6-დან 13 წლამდე მოსწავლეებისათვის.იგი უზრუნველყოფილია Edexcel-ის მიერ რომელიც გაერთიანებული სამეფოს უდიდესი საგამოცდო კომპანიაა.
The International Certificate Young Learners არის შეფასების მექანიზმი რომელიც ერგება საერთო ევროპული სარეფერენციო ჩარჩოს,დონეებს A1დან A2დონის ჩათვლით.
ტეტსი აფასებს ინგლისური ენის ახალგაზრდა შემსწავლებლების უნარს გამოიყენონ ენის გრამატიკული და ლექსიკური მხარე ყოველდღიურ ცხოვრებაში; ასევე შეასრულონ გარკვეული საკომუნიკაციო დავალებები,რომლებიც დაკავშირებულია ყოველდღიურ სიტუაციებთან. ტესტი ეხმარება აპლიკანტებს რომ მათი ინგლისური ენის შსწავლის პირველი ნაბიჯები იყოს დამამახსოვრებელი. ბავშვები ფასდებიან მათი კითხვის, წერის, მოსმენისა და საუბრის უნარებით.
The International Certificate Young Learners არის იდეალური ტესტი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის მსოფლიოში აღიარებული შეფასებს მისაღებად.
The International Certificate Young Learners ოთხი ტიპის ტესტი აქვს Fisrtwords, Springboard, Quichmarch, Breakthrough.
შეფასების შესახებ
ონლაინ შეფასების სისტემის (e-Pen) და ციფრული ტესტის ცენტრის მომსახურების სისტემის გამოყენებით, Pearson უზრუნველყოფს სწრაფ და სანდო უკუკავშირს თითოეული აპლიკანტის ინდივიდუალურ ნაშრომზე.
დეტალური უკუკავშირი მიეწოდება კანდიდატს ტესტის ოფიციალური ანგარიშის საშუალებით, რომელიც გულისხმობს მოსმენის, საუბრის, კითხვისა და წერის უნარების ინდივიდუალურ შეფასებას. აღნიშნული მიეწოდება ტესტის ცენტრს, რომელიც შემდეგ მას აწვდის თითოეულ აპლიკანტს.
შეფასება შემდეგნაირად ნაწილდება: ჩაბარება, წარმატებით ჩაბარება, გამორჩეულად ჩაბარება.თუ აპლიკანტი ტესტს ვერ ჩააბარებს, იგი მხოლოდ ტესტის შედეგების შეფასების ანგარიშს მიიღებს და არა სერტიფიკატს.