top of page
TOEFL-Junior.png
საერთაშორისო სერთიფიკატი

The International Certificate (PTE General) შექმნილია ინგლისური ენის სწავლების სფეროში მიღწევების დასაჯილდოებლად. ტესტი გათვლილია იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ინგლისური ენა არა მშობლიური, არამედ მეორე ენაა.

​

The International Certificate მოიცავს ინგლისური ენის ოთხივე უნარს (მოსმენა, კითხვა, საუბარი და წერა) და ტესტის წერის უნარზე მეტად აპლიკანტის საკომუნიკაციო უნარებს ამოწმებს.

​

ექვსივე კომპეტენციის დონე (A1, 1, 2, 3, 4, 5) შექმნილია ზოგადი ინგლისურის ცოდნის შესამოწმებლად. აღნიშნული დონეები დაკავშირებულია საერთო ევროპული სარეფერენციო ჩარჩოს დონეებთან და აკრედიტებულია  Ofqual-ის მიერ გაერთიანებულ სამეფოში.

​

The International Certificate ორი ნაწილისგან შედგება: წერითი და ზეპირი ტესტები.

​

  • წერითი ტესტი ამოწმებს მოსმენის, კითხვისს და წერის უნარებს და ფასდება პროფესიონალების მიერ გაერთიანებულ სამეფოში.

​

  • საუბრის ტესტი ფასდება ადგილობრივი კვალიფიციური გამომცდელების მიერ და იგზავნება გაერთიანებულ სამეფოში შედეგების დასადასტურებლად.

​

The International Certificate ტესტის სერტიფიკატი უვადოა. ტესტის შემქმნელები ინგლისური ენის შემსწავლებლებს ურჩევენ გაივარჯიშონ ენობრივი უნარები და გაზარდონ ინგლისური ენის კომპეტენციის დონე.

​

The International Certificate იქმნება Edexcel Limited-თან პარტნიორობით, რომელიც არის გაერთიანებული სამეფოს უდიდესი ორგანიზაცია აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციების მინიჭების კუთხით.  იგი The International Certificate-ის ოფიციალური პარტნიორია.

bottom of page