TOEIC პროგრამა
1979 წლიდან მოყოლებული არაერთი ორგანიზაცია მსოფლიოში იყენებს TOEIC® ტესტებს თანამშრომელთა დასაქირავებლად და დასაწინაურებლად.
ETS და TOEIC® პროგრამის განვითარებაზე ორიენტირებული პირები ზრუნავენ ინგლისური ენის სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებასა და ენის ინდივიდუალური შემსწავლებლებისთვის შესაძლებლობების გაზრდაზე. ETS Global ამ ყველაფერს გამოცდილი მკვლევრების, ფსიქომეტრიკოსების და შეფასების ექსპერტების საშუალებით ახერხებენ. ინის მუშაობენ იმისთვის, რომ
-
შექმნან და უზრუნველყონ სანდო და საიმედო ინგლისური ენის უნარების შეფასება სამუშაო სივრცისათვის.
-
განახორციელონ ინოვაციური ნაბიჯები ინგლისური ენის შეფასებისა და სწავლა-სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად;
-
დარწმუნდნენ, რომ TOEIC® პროგრამა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს;
-
შექმნან TOEIC® ტესტების სანდო შეფასებისთვის შესაბამისი მასალა, მეთოდები და პროცესები;
-
განავითარონ ინგლისური ენის შეფასების სფერო.
-
The TOEIC® Listening and Reading ტესტი შესაძლებლობას აძლევს ორგანიზაციებს ობიექტურად გაზომონ და ინგლისური ენის წერისა და საუბრის უნარების, რომლებიც საჭიროა სამუშაო გარემოსათვის. აღნიშნული ტესტი არის სანდო შეფასების მექანიზმი, რომელიც ეხმარება დამსაქმებელს კადრის სამსახურში აყვანაში და ასევე, იმის დანახვაში, თუ რამდენად შეესაბამება თითოეული პიროვნება იმ მოთხოვნებს, რასაც კომპანია აწესებს.
-
The TOEIC® Speaking and Writing ტესტი შექმნილია აპლიკატებისათვის ისეთი უნდარების შესამოწმებლად, როგორებიცაა, სატელეფონო საუბარი, პრეზენტაციის გაკეთება, ასევე ელ-ფოსტისა და კორესპონდენციის წარმოება. ტესტი ფასდება კვალიფიციური ექსპერტების მიერ, რათა შეფასების პროცესი იყოს მაქსიმალურად სანდო და სამართლიანი. აღნიშნული ტესტი ეხმარება ორგანიზაციებს კვალიფიციური კადრების დაქირავებაში და მათ პროფესიულ წინსვლაში, რათა მათ შეძლონ ეფექტურად ითანამშრომლონ კოლეგებთან და მომხმარებლებთან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.
-
TOEIC Bridge® ტესტი არის შეფასების იდეალური მექანიზმი ენის დაწყებითიდან საშუალო დონემდე მყოფი პირებისთვის. ამ დონეების ფარგლებში ტესტი ზომავს მოსმენის, კითხვის, საუბრისა და წერის უნარებს პრაქტიკული, ყოველდღიური გამოყენებისთვის. ტესტი გამოიყენება საგანმანათლებლო დაწესებულებების, გაერთიანებების, ენის სკოლებისა და სახელწიფო დაწესებულებების მიერ მსოფლიოს გარშემო. ტეტის შედეგები შეუფასებელია, როგორც თითოეული პიროვნების პროგრესის დასადგენად, ასევე სკოლისა თუ ორგანიზაციის ინგლისურენოვანი პროგრამის ეფექტურობის დასადგენად.