top of page

2019-2020 სასწავლო წელს, Go English! Project - ში 60-ზე მეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლიდან. პროექტში ასევე აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას სომხეთის სხვადასხვა გუნდიც.

მონაწილე გუნდებმა შეარჩიეს პროექტის სასურველი ფორმა (პოსტერი, ვიდეო ან სტატია), რომელზეც 2020 წლის თებერვლის თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

2020 წლის 28 თებერვალს, English Book Education-ის სათაო ოფისში გაიმართა GO English! Project-ის შემაჯამებელი კონფერენცია, სადაც პროექტის მონაწილე გუნდებმა წარადგინეს ნამუშევრები აუდიტორიისა და სპეციალურად მოწვეული ჟიურის წინაშე.

შერჩეული პროექტები 2020 წლის ზაფხულში განთავსდება ახალ ETS.org საიტზე GO English! ვებ გალერეაში.

About the 2019–20 TOEFL® Young Students Series GO English! Project

ადგილები, რომლის მონახულებასაც ისურვებდით! წარმოიდგინე, რომ შენმა კლასმა მოიგო პრიზი - საგზური მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. სად წახვიდოდი? რატომ?

გაივარჯიშეთ ინგისური ენის უნარები, იმუშავეთ ჯგუფებში თანატოლებთან ერთად და მოიფიქრე ადგილი, რომლის მონახულებასაც ისურვებდით. ახსენით, რატომ? იმუშავეთ ოთხი მონაწილისგან შემდგარ ჯგუფებში და გაიუმჯობესეთ საუბრის, კითხვისა და წერის უნარები ვიდეოს, აუდიო ჩანაწერის, პოსტერის ან საგაზეთო სტატიის შექმნის პროცესში.

მასწავლებლის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა უნდა მოუხმონ ფანტაზიასა და შემოქმედებით უნარებს, მოიფიქრონ ადგილი, რომლის მონახულებასაც ისურვებდნენ და მიიღონ მონაწილეობა ამ მნიშვნელოვანი პროექტის შექმნაში.

 

TOEFL YSS GO English! პროექტი არ არის კონკურსი, შესაბამისად, იგი არ მოიცავს გამარჯვებულის პრიზით დაჯილდოებას. პროექტის მთავარი მიზანი ინგლისური ენის პრაქტიკაში ხშირად გამოყენება, გუნდური მუშაობის უნარების გაუმჯობესება, ერთმანეთისთვის აზრის გაზიარებისა და სხვათა აზრის პატივისცემის კულტურის გამომუშავებაა.

 

GO English! Project მონაწილეები შესაძლოა იყვნენ TOEFL Primary (8-11) და TOEFL Junior (11-16) ტესტების ასაკობრივი კატეგორიებიდა.

პროექტის თითოეული მონაწილე მიიღებს მონაწილეობის დამადასტურებელ ოფიციალურ სერტიფიკატს. ხოლო ორი შერჩეული პროექტი განთავსდება ETS.org ოფიცილურ საერთაშორისო საიტზე.

განიხილეთ იდეები თქვენს თანაკლასელებთან ერთად და შექმენით პროექტი.

თქვენი მიზანია:

  • იმუშაოთ ოთხი ადამიანისგან შექმნილ ჯგუფებში 5-10 საათის განმავლობაში რამდენიმე კვირის მანძილზე.

  • გამოიყენოთ ინგლისურად საუბრისა და წერის უნარი თავიანთი იდეის ეფექტურად გადმოსაცემად.

  • იყოთ კრეატიული.

იხილეთ დეტალები პროექტის შესახებ

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავრდეთ  englishbookteam@englishbook.ge გახსოვდეთ, წაახალისეთ თქვენი მოსწავლეები, რომ იმუშაონ ერთად, იყვნენ შემოქმედებითნი და დრო სასიამოვნოდ გაატარონ.

bottom of page