პროექტის შესახებ
English Book Education და ETS Global ექსკლუზიურად საქართველოსთვის ახორციელებს TOEFL-ის შიდა სასკოლო კონკურსს.
პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველა მოსწავლეს მესამედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით.
რეგისტრაცია გაგრძელდება 10 მარტის ჩათვლით.
TOEFL შიდა ტესტირება შედგება 3 ტურისგან.
თითოეულ ტურში მოსწავლეები წერენ TOEFL ტესტებს.
ტესტები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით არის დაყოფილი და ერგება ყველა დონეს.
ტურიდან ტურში გადასვლა განისაზღვრება შემდეგი პრინციპით:
-
პირველიდან მეორე ტურში გადამსვლელ მოსწავლეთა ზუსტი რაოდენობა განისაზღვრება რეგისტრაციის დასრულების შემდგომ.
-
მეორედან მესამე ტურში გადადის თითოეული კლასიდან საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეების 10%.
-
მესამე ანუ ფინალურ ტურში გამოვლინდებიან გამარჯვებულები
შემდეგი პრინციპით: თითოეული კლასიდან უმაღლესი ქულის მქონე თითო მოსწავლე.
საყურადღებოა: თუ მესამე, ფინალურ ტურში ერთი კლასიდან ერთზე მეტ მოსწავლეს აღმოაჩნდა ყველაზე მაღალი ქულა, მაშინ გამარჯვებულის გამოსავლენად დაჯამდება ამ კონკრეტული მოსწავლეების პირველი, მეორე და მესამე ტურის შედეგები.
-
იმ შემთხვევაში თუ სამივე ტურის დაჯამებული შედეგი დაემთხვევა ერთმანეთს, მოსწავლეებს შორის დაინიშნება სუპერ ფინალი.
ღირებულება:
TOEFL შიდა ტესტირების ღირებულება შემდეგია:
-
I ტური - 60 ლარი
-
II ტური - 60 ლარი
-
III ტური - 60 ლარი
