top of page

პროექტის შესახებ

English Book Education და ETS Global ექსკლუზიურად „სკოლა ოცნებისთვის“ ახორციელებს TOEFL-ის შიდა სასკოლო კონკურსს.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველა მოსწავლეს მესამედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით.

TOEFL შიდა ტესტირება შედგება 3 ტურისგან. 

თითოეულ ტურში მოსწავლეები წერენ TOEFL ტესტებს. 

ტესტები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით არის დაყოფილი და ერგება ყველა დონეს. 

ტურიდან ტურში გადასვლა განისაზღვრება შემდეგი პრინციპით:

 

  • პირველიდან მეორე ტურში გადამსვლელ მოსწავლეთა ზუსტი რაოდენობა განისაზღვრება რეგისტრაციის დასრულების შემდგომ.

  • მეორედან მესამე ტურში გადადის თითოეული კლასიდან საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეების 10%.​

  • მესამე ანუ ფინალურ ტურში გამოვლინდებიან გამარჯვებულები
    შემდეგი პრინციპით: თითოეული კლასიდან უმაღლესი ქულის მქონე თითო მოსწავლე.


საყურადღებოა: თუ მესამე, ფინალურ ტურში ერთი კლასიდან ერთზე მეტ მოსწავლეს აღმოაჩნდა ყველაზე მაღალი ქულა, მაშინ გამარჯვებულის გამოსავლენად დაჯამდება ამ კონკრეტული მოსწავლეების პირველი,  მეორე და მესამე ტურის შედეგები. ​

ღირებულება:

TOEFL შიდა ტესტირების ღირებულება შემდეგია: 


 

  •  I ტური - 60 ლარი

  • II ტური - 60 ლარი

  • III ტური - 60 ლარი

bottom of page