1. ინგლისურად წაიკითხეთ წიგნები, ჟურნალები და სტატიები:
განივითარეთ კითხვის უნარი ინგლისურ ენაზე წიგნის, ჟურნალის ან ონლაინ სტატიების წაკითხვით. თუ ორიგინალი ტექსტების გაგება გიჭირთ, ერთ-ერთი შესანიშნავი გზაა წაიკითხოთ ნაწარმოების ადაპტირებული ვერსია ან ისეთი ტექსტი, რომელიც უკვე წაკითხული გაქვთ თქვენს მშობლიურ ენაზე.

ლექსიკის გამდიდრებაში დაგეხმარებათ ჯ.კ.როულინგის ყველასთვის კარგად ცნობილი და საყვარელი ჰარი პოტერის სერიები, რომლებიც მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი სახალისო ნაწარმოები არ არის. პოტერიადა, როგორც ბავშვებს , ასევე ზრდასრულებს დაგეხმარებათ ახალი ლექსიკური ერთეულების ათვისებასა და დამახსოვრებაში. როულინგი, ხშირად ანთროპონიმებსა და ტოპონიმებს ლათინური ენის ძირეული სიტყვებიდან აწარმოებს, ეს კი მკითხველს ეხმარება ნათლად დაინახოს ამა თუ იმ სიტყვის წარმოშობა და სხვა, მსგავსი ფუძის მქონე სიტყვების შექმნის სპეციფიკა.
ჩვენი რეკომენდაციები:
2.ინგლისურად უყურეთსატელევიზიოშოუებსა დაფილმებს:
ინგლისური ენის გამოცდის ერთ-ერთი ნაწილი არის მოსასმენი დავალება. უცხო ენის ათვისების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ამ ენაზე მოლაპარაკეთა კულტურული კონტექსტის აღქმა და გაგება. ამაში კი, დაგვეთანხმებით რომ, სატელევიზიო შოუები ძალიან გვეხმარება.
გამოიწვიეთ საკუთარი თავი და უყურეთ ფილმებს ინგლისურ ენაზე სუბტიტრების გარეშე. თუ შეატყობთ რომ ძალიან გიჭირთ ტექსტის გაგება, ჩართეთ ინგლისურენოვანი სუბტიტრები, ამით განივითარებთ როგორც მოსმენის, ისე კითხვის უნარს.

მოძებნეთ კლასიკური ფილმები ან სატელევიზიო შოუები, რომლებიც ასახავს ცხოვრებას ინგლისურენოვან ქვეყნებში. დარწმუნდით, რომ შეარჩიეთ ის, რაც თქვენს გემოვნებას შეესაბამება, რადგად ფილმის ყურება შემეცნებითთან ერთად, სასიამოვნი პროცესიც იყოს. ჩვენი რეკომენდაციები : · Friends
· The Office
· Game of Thrones
· Notting Hill
· Clueless
· The Wizard of Oz
3. მოუსმინეთ პოდკასტებს ან რადიოს
იცოდით, რომ როდესაც ადამიანი ვიზუალის გარეშე, მხოლოდ ხმას ისმენს, უფრო ყურადღებით არის და მეტ ინფორმაციას იმახსოვრებს. რადიოსა და პოდკასტების ინგლისურ ენაზე მოსმენა ერთ-ერთი გამოცდილი და წარმატებული გზაა ინგლისურ ენაზე მოსმენის უნარის გაუმჯობესებისთვის. ამ დროს მთელი კონცენტრირებით ჩართული ხართ მოსასმენ ტექსტზე და სხვა გარე ფაქტორები ხელს არ გიშლიან ტექსტის აღქმაში.
გარდა ამისა, რადიოსა და პოდკასტების მოსმენა, ფილმის ყურებისგან განსხვავებით, უფრო მოსახერეხებელი და მოქნილია -გზაში, სეირნობის დროს, ან თუნდაც ტრანსპორტში. ამასთანავე, რადიოსა და პოსკასტის მოსმენით წინასაგამოცდოდაც გაივარჯიშებთ, რადგან ინგლისური ენის გამოცდის მოსასმენი ნაწილი აღნიშნულ ფორმატს იმეორებს.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი რაოდენობის პოდკასტებია ინგლისურ ენაზე,გირჩევთ,დაიწყოთპოდკასტით, რომელიც განკუთვნილია ინგლისური ენის შემსწავლელებისთვის. ასეთი პოდკასტები მოიცავს მოკლე გაკვეთილებს, გრამატიკისა და ადაპტირებული მოთხრობების განხილვას.
4.შეცვალეთ თქვენი სმარტფონის ენა ინგლისურზე
რატომ არ უნდა დაიწყოთ ენის შესწავლა თქვენივე მობილურით? შეცვალეთ თქვენი ტელეფონის და სოციალური მედიის ენები ინგლისურზე და აუცილებლად გაოცდებით იმით, თუ რამდენი ახალი სიტყვის სწავლა და გამოყენება შეგიძლიათ ყოველდღიურ ცხოვრებაში!

რათქმაუნდა, თავიდან შეიძლება უცნაურად იგრძნოთ თავი, მაგრამ გაგიკვირდებათ, რამდენად სწრაფად შეეგუებით მას და რამდენ ახალ სიტყვას აღმოაჩენთ.
5.ორგანიზებულობა
მოწესრიგდით, შეადგინეთ სამუშაო განრიგი და იმუშავეთ. სცადეთ და მოიშორეთ ყველაფერი, რაც ყურადღებას გიფანტავთ და დარწმუნდით, რომ თავს მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობთ.ასე შეძლებთფოკუსირებას იმ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია.მიჰყევით ყოველდღიურ გეგმას, სწორად განსაზღვრეთ პრიორიტეტები და ეცადეთ მაქსიმალურად შეასრულოთ ის.

იმეცადინეთ ყოველდღე, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ გონებას დასვენებაც სჭირდება - მიეცით ტვინს მინიმუმ 45 წუთიანი დასვენების საშუალება. მოერიდეთ გამოცდის ღამეს საკითხების დაზეპირებას , ეს არ იქნება იმის გარანტია რომ კარგ ქულებს დააგროვებთ. დალიეთ ბევრი წყალი მასალის გამეორების დროს და ასევე გამოცდის დღეს.
Comments