მიმდინარე ცვლილებების ფარგლებში, Pearson სახელს უცვლის თავის ორ პროდუქტს:
-
PTE General გახდება Pearson English International Certificate
-
PTE Young Learners გახდება Pearson English International Certificate - Young Learners
მიუხედავად სახელის ცვლილებისა თავად ტესტში ცვლილებები არ შევა. ტესტის ფორმატი, ხანგრძლივობა, შეკითხვის ტიპი და შეფასების სტანდარტი უცვლელი დარჩება. ასევე, ტესტის ჩაბარების მსურველებს მისი გამოყენება უცვლელი მიზნებით შეეძლებათ.
ამასთან, Pearson English International Certificate-ს კვლავ მართავს და ამტკიცებს Ofqual.
აღნიშნული ორი პროდუქტის სახელწოდება შეიცვლება 2020 წლის ოქტომბრიდან. იმ სტუდენტებს, რომელთაც უკვე ჩაბარებული აქვთ PTE General ტესტის, კვლავ შეეძლებათ მიღებული შეფასების ადრინდებულად გამოყენება.
PTE ზოგადი ტესტის სესიები
PTE Young Learners ტესტი სესიები
*თუკი შექმნილი სიტუაციის გამო მაისის სესიის ჩატარება ვერ მოხერხდება, ტესტზე დარეგისტირებული სტუდენტები ივნისში შეძლებენ ტესტზე გასვლას. ხოლო, თუ ივნისში ჩანიშნული ტესტი ვერ შედგება, ჩვენ ავტომატურად შევწყვეტთ რეგისტრაციის პროცესს.
იხილეთ მრავალფეროვანი რესურსები PTE General და PTE Young Learners.
ინგლისური ენის ახალგაზრდა შემსწავლელთა პირსონის ტესტი
PTE Young Learners არის შეფასების მექანიზმი, რომელიც ერგება მოსწავლეების დონეს A1-დან A2 დონემდე საერთო ევროპული სარეფერენციო ჩარჩოს მიხედვით, ინგლისური ენის კომპეტენციის ოთხივე დონეზე.
თუკი მოსწავლეები PTE Young Learners გამოცდისთვის ემზადებიან, ჩვენ მათ რესურსების მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობთ.
შეფასების შესახებ
ონლაინ შეფასებისა და ინტერნეტზე დაფუძნებული ტესტის ცენტრის მომსახურების სისტემის გამოყენებით, Pearson უზრუნველყოფს თითოეული კანდიდატის შედეგის სწრაფ შეფასებას.
დეტალური ანგარიში მოცემულია კანდიდატის რეპორტში, რომელიც მოიცავს მოსმენის, საუბრის, კითხვისა და წერის სექციების დეტალურ შეფასებას. აღნიშნული რეპორტები იგზავნება ტესტის ცენტრებში, საიდანაც შესაბამისად ნაწილდება.
მიღებული ქულების მიხედვით, ტესტის შეფასება სამი სახისაა ‘’ Distinction’’, ‘’Merit’’ ან ‘’Pass’’. თუკი კანდიდატები ვერ მიიღებენ დამაკმაყოფილებელ შეფასებას, მათ გადაეცემათ მხოლოდ შეფასების რეპორტი და არა სერტიფიკატი.
პირსონის ტესტი ინგლისური ზოგადი
კომპეტენციის განმსაზღვრელი ექვსივე დონის ტესტი (A1, 1, 2, 3, 4 და 5) შექმნილია, რომ შეამოწმოს ზოგადი ინგლისური ენის უნარები. აღნიშნული დონეები შეესაბამება საერთო ევროპულ სარეფერენციო ჩარჩოს (CEFR) და აკრედიტებულია კვალიფიკაციებისა და გამოცდების რეგულაციების ოფისის მიერ (Ofqual) გაერთიანებულ სამეფოში.
PTE General თანამშრომლობს Edexcel Limited-თან, რომელიც გაერთიანებული სამეფოს უდიდესი აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის მიმნიჭებელი ორგანოა. Edexcel Limited არის PTE General - ის ოფიციალური კვალიფიკაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია.
PTE General დონეები
Download Guide to Pearson Test of English General Level A1
Download Guide to Pearson Test of English General Level 1
Download Guide to Pearson Test of English General Level 2
Download Guide to Pearson Test of English General Level 3
Download Guide to Pearson Test of English General Level 4
ზოგადი ინფორმაცია PTE General-ზე
PTE General ტესტი აფასებს ინგლისური ენის ცოდნას.
PTE General შედგება ორი ნაწილისაგან:წერის და საუბრის ნაწილები.
· წერითი დავალებები ამოწმებს მოსმენის, კითხვისა და წერის უნარებს და ფასდება პროფესიონალი გამომცდელების მიერ გაერთიანებულ სამეფოში.
· საუბრის ტესტი ტარდება ადგილობრივი კვალიფიციური გამომცდელების მიერ და იგზავნება გაერთიანებულ სამეფოში შეფასებისთვის.
ტესტს აქვს ექვსი დონე, რომელიც შეესაბამება საერთო ევროპულ სარეფერენციო ჩარჩოს (CEFR) ენებისთვის. ტესტის ყველა დონე ფასდება Edxcel-ით და აკრედიტებულია Ofqual-ის მიერ გაერთიანებულ სამეფოში.
PTE General-ის სერტიფიკატი უვადოა. აღნიშნული ტესტი კარგი შანსია კანდიდატების ინგლისური ენის ცოდნისა და პროგრესის შესამოწმებლად.