top of page
LANGUAGE-CERT-ENGLISH.png
ენის სასერთიფიკატო ინგლისური ტესტი

LanguageCert გთავაზობთ ინგლისური ენის შეფასებისა და სერტიფიცირების  მაღალ სტანდარტს მსოფლიოს მასშტაბით.

დიდ ბრიტანეთში საცხოვრებელი, სამუშაო ან სასწავლო ვიზის აღების სურვილის შემთხვევაში თქვენ შეიძლება მოგთხოვონ, დაადასტუროთ ინგლისური ენის ცოდნა SELT (ინგლისური ენის დაცული ტესტი)  გამოცდის საშუალებით. LanguageCert გთავაზობთ გაერთიანებულ სამეფოში აღიარებულ SELT გამოცდას დიდი ბრიტანეთის ვიზისა და საემიგრაციო მიზნებისათვის, რომელიც ყველა ტიპის ვიზას მოიცავს.

LanguageCert SELT გამოცდები დაკავშრებულია საერთო ევროპულ სარეფერენციო ჩარჩოსთან და მოიცავს A1-დან C2 ჩათვლით დონეებს. ვიზის ტიპიდან გამომდინარე კანდიდატებს მოეთხოვებათ, რომ ჩაბარონ ორ (საუბარი&მოსმენა) ან ოთხ (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი) უნარზე მორგებული გამოცდები.

LanguageCert საერთაშრისო ESOL SELT გამოცდა მოიცავს:

LanguageCert საერთაშორისო ESOL SELT (საუბარი&მოსმენა) - ორ უნარზე მორგებულ ტესტს, რომელიც მოიცავს საერთო ევროპული სარეფერენციო ჩარჩოს A1, A2 და B1 დონეებს.

LanguageCert საერთაშორისო ESOL SELT (მოსმენა, კითხვა, წერა, & საუბარი) - ოთხივე უნარზე მორგებული ენის ტესტი, რომელიც გამოიყენება როგორც სამუშაო, ასევე სასწავლო ვიზიზასთვის და მოიცავს საერთო ევროპული სარეფერენციო ჩარჩოს B1, B2, C1 და C2 დონეებს.

მოსმენის, კითხვის, წერისა და საუბრის ტესტები შესაძლოა ჩაბარდეს ინდივიდუალურად 14 დღის ფარგლებში.

bottom of page